ლუის ენრიკე: "იუვენტუსი" მრავალმხრივი გუნდია"

ლუის ენრიკე: "იუვენტუსი" მრავალმხრივი გუნდია"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" გასამართ მატჩზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ტურინული გუნდის თამაშებს ხშირად უყურებს.

"3 წლის წინ "რომას" მწვრთნელი ვიყავი. ამიტომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, იტალიურ ფეხბურთს თვალს ყურადღებით ვადევნებ. სახლში ყოფნის დროს, "იუვენტუსისა" და "რომას" შეხვედრებს, როგორც გულშემატკივარი, ხშირად ვუყურებ. ვიცი, რა ხდება სერია A-ში.

ბოლო წლებში ანტონიო კონტეს "იუვენტუსის" ბევრი თამაში ვნახე. ეს შრომისმოყვარე გუნდი იყო, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებდა. შესაძლოა, ტურინელებს ევროპაში არ უმართლებდათ, მაგრამ მათ პოტენციალი ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით უკეთესი შედეგი ეჩვენებინათ. საქმე გვაქვს იტალიურ გუნდთან, რომელიც, ბოლო წლებში, უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს.

ელოდეთ ფინალს, რომელშიც ერთმანეთს ბურთის მოყვარული 2 გუნდი დაუპირისპირდება. "იუვენტუსს" შეუძლია დაცვითი ფეხბურთი აირჩიოს და უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად თავისი ფეხბურთი ითამაშოს. ტურინელებს ბურთის ფლობა და კონტრშეტევებზე თამაში შეუძლიათ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მრავალმხრივი გუნდია. გარდა ამისა, მწვრთნელის ხელიც აშკარად იგრძნობა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.