კეიტა: "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაამარცხებს"

კეიტა: "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაამარცხებს"

"ბარსელონას" ყოფილი და ამჟამად იტალიური "რომას" ნახევარმცველი სეიდუ კეიტა აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" "იუვენტუსს" მოუგებს.

"ბარსელონა" კარგი გუნდია. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ კატალონიელები "იუვენტუსზე" ძლიერები არიან. თუ მესი კარგ ფორმაშია, შეიძლება ითქვას, რომ "ბარსას" რიცხობრივი უპირატესობა აქვს. ამ შეხვედრაში ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

ვინ მოიგებს? ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია. "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაამარცხებს. კატალონიურ კლუბს არ აქვს სუსტი მხარეები დაცვაში, გუნდი ძლიერია ტაქტიკურად და უპირატესობა აქვს სიმაღლეშიც".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.