"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ბარსას" მაისური აუქციონზე შეიძინა

"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ბარსას" მაისური აუქციონზე შეიძინა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან კარამბემ, ერთ-ერთ საქველმოქმედო აუქციონზე, "ბარსელონას" მაისური 2000 ევროდ შეიძინა.

აუქციონი "ბარსას" ფეხბურთელმა, ხერარდ პიკემ გამართა, ხოლო შემოსული თანხა დაქვეითებული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანების ოლიმპიადის ორგანიზებას მოხმარდება.

აუქციონზე "ბარსელონას" მაისური გამოიტანეს, რომელზეც კატალონიური გუნდის ყველა ფეხბურთელის ხელმოწერა იყო. მაისური "ბარსას" პრინციპული მეტოქის, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან კარამბემ შეიძინა.

კარამბე "რეალში" 1997-2000 წლებში თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.