სტოიჩკოვი: "რეალზე" მეტ ჩემპიონატს მე მოვიგებდი"

სტოიჩკოვი: "რეალზე" მეტ ჩემპიონატს მე მოვიგებდი"

"ბარსელონას" ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი მადრიდის "რეალის" გაკრიტიკების მორიგ შანსს ხელიდან არ უშვებს. ბულგარელი იმ ფაქტს ეხმაურება, რომ მადრიდელებმა, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ესპანეთის ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ მოიგეს.

"ეს უბრალოდ სირცხვილია. ეროვნულ პირველობას მე უფრო ხშირად მოვიგებდი, ვეტერანების შემადგენლობაში რომ ვთამაშობდე. მიმდინარე სეზონში, "რეალი" უპირატესობას საკალათბურთო ევროლიგას ანიჭებს, რადგან საფეხბურთო ფინალებს მისი წარმომადგენლები ტელევიზორში უყურებენ."

სტოიჩკოვი "რეალის" ყოფილი მეკარის, პაკო ბუიოს საკითხსაც შეეხო. ბულგარელი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელია. ბუიომ კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სტოიჩკოვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება არ აქვს, რადგან ის "რეალზე" ყოველთვის ცუდს ამბობს. "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა ბუიოს ასე უპასუხა: "ჩემს დროს, "რეალს" იმიტომ ვუგებდით, რომ მის კარში ისეთი ცუდი მეკარე იდგა, როგორიც ბუიოა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.