"ბარსელონამ" ნახევარმცველი შეიძინა

"ბარსელონამ" ნახევარმცველი შეიძინა

ესპანურმა "ბარსელონამ" "რეკრეატივოდან" გადაიბირა ცენტრალური ნახევარმცველი კარლოს კარმონ ბონე, იტყობინება FootballPress. 23 წლის ფეხბურთელი დაიცავს "ბარსა ატლეტიკის" ღირსებას, რომელიც ამჟამად სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს. ბონემ "რეკრეატივოს" მაისურით წინა სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა. ვნახოთ რამდენად გაამართლებს ეს ტრანსფერი.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მთავარ გუნდსაც სჭირდება ცენტრალური ნახევარმცველი. ამჟამად ამ პოზიციაზე თამაში მხოლოდ სერხიო ბუსკეთსს ძალუძს. შესაძლოა პრეზიდენტმა როსელმა საერთოდ არავინ არ შეიძინოს და სწორედ "ბარსა ატლეტიკიდან" გადმოიყვანოს ვინმე მთავარ გუნდში.

წყარო: soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.