ნეიმარი: "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"

ნეიმარი: "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"

"ბარსელონას" ვარსკვლავმა, ნეიმარმა, თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ალექსის სანჩესზე ისაუბრა. ბრაზილიელმა ასევე განაცხადა, რომ ის სხვა გუნდში გადასვლასზე არ ფიქრობს.

"ალექსისი ჩემი კარგი მეგობარია და ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, ვისთან ერთადაც "ბარსელონაში" თამაშის ბედნიერება მქონდა. ჩვენ, მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებდით და მიხარია, რომ მას "არსენალში" საქმეები კარგად მისდის.

გადავალ თუ არა ოდესმე ინგლისში სათამაშოდ? "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ და სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ. ამ კლუბში კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.