ფლორენტინო პერესმა წაგებაში კასილიასი დაადანაშაულა

ფლორენტინო პერესმა წაგებაში კასილიასი დაადანაშაულა

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტიო პერესი "ელ კლასიკოში" წაგებას გუნდის მეკარესა და კაპიტანს, იკერ კასილიასს აბრალებს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი პიპი ესტრადა ესპანეთის ტელევიზიის პროგრამა El Chiringuito de Jugones-ში ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ახლობლებს უთხრა, რომ გუნდებს შორის სხვაობა მეკარეების თამაშში იყო.

ფლორენტინო პერესი პირველი არაა, ვინც კასილიასი დაადანაშაულა. ლუის სუარესის მიერ "რეალის" კარში გატანილი გოლის დროს, სტუმარი გუნდის მეკარეების მწვრთნელმა იკერის თამაშით უკმაყოფილება გამოთქვა. "ბარსამ" გამარჯვება სწორედ ამ გოლით მოიპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.