სუარესი: "მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ"

სუარესი: "მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ"

"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი "ვილიარეალის" დამარცხებისა და ესპანეთის თასის ფინალში გასვლის შემდეგ აცხადებს, რომ მოედანზე თავს უკვე ძალიან კარგად გრძნობს.

"ყოველთვის მეტს ვთხოვ საკუთარ თავს, თუმცა ყველაზე მთავარი გუნდის დახმარებაა. ბოლო კვირების განმავლობაში მოედანზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, არა მხოლოდ გოლების წყალობით," - აცხადებს სუარესი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონას" "ატლეტიკი" დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 43 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.