მესის შესანიშნავი თამაში დეტალებში

მესის შესანიშნავი თამაში დეტალებში

ლეო მესიმ "მანჩესტერ სითისთან" შეხვედრაში შესანიშნავი თამაში გვაჩვენა. მართალია, არგენტინელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და მის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანიც ჯო ჰარტმა მოიგერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესის მიერ გატანილ ორივე გოლში ლეო მესის უდიდესი წვლილი მიუძღვის. წარმოგიდგენთ არგენტინელი ფეხბურთელის პერსონალურ სტატისტიკას გუშინდელ შეხვედრაში:

- ლეო მესის 76 გადაცემიდან 69 ზუსტი აღმოჩნდა, რაც 91%-იანი შედეგია.

- 13 დრიბლინგიდან 10 წარმატებით დასრულდა.


- არგენტინელმა მეტოქეს ბურთი 7-ჯერ აართვა (ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ პიკეს, სერხიოსა და დანი ალვესს ჩამორჩა).

- დაცვაში კი ლეომ ხუთჯერ შეძლო სუფთად აერთმია მეტოქისთვის ბურთი.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.