"სითი" - "ბარსელონა": ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"სითი" - "ბარსელონა": ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ "მანჩესტერ სითიმ" საკუტარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ანარიშით 1-2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელი პრესას გაესაუბრა.

ანდრეს ინიესტა

"შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ. მესის მიერ პენალტის გატანის შემდეთხვევაშიც კი არ მგონია, რომ ამ ორ გუნდს შორის ყველაფერი დასრულებული ყოფილიყო. თუმცა შედეგით ძალიან კმაოყოფილები ვართ. წინა შეხვედრაში მიღებული მარცხის შემდეგ, აუცილებელი იყო დამაჯერებლად გვეთამაშა."

"სითიმ" მეორე ნახევარის დებუტში ტემპს მოუმატა, თუმცა ჩვენ თავის კარგად დაცვა მოვახერხეთ. ფაქტია, რომ განმეორებითი შეხვედრა საკმაოდ გახსნილი იქნება. გუნდი, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი ყოველთვის ბევრად უფრო საშიშია, სწორედ ამიტომ "კამპ ნოუზე" ფრთხილი თამაში გვმართებს. უნდა შევინარჩუნოთ ამბიციურობა და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავიდეთ. მოედანზე ისეთივე შემართებით გავალთ, როგორც დღეს, თუმცა "კამპ ნოუზე" ზურგს ჩვენი გულშემატკივარი გაგვიმაგრებს და ეს ორმაგი მოტივაციაა ჩვენთვის."

ჟორდი ალბა

"გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, განსაკუთრებულ აღნიშნვნას კი შეხვედრის პირველი ნახევარი იმსახურებს. ეს შედეგი განემრებით მატჩის წინ დადებითად განგვაწყობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

"მსაგვს შეხვედრებში ფავორიტები არ არსებობენ. დღეს დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძნელია განსაზღვრო, თუ ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე. "სითი" ყველანაირად ეცდება გაიმარჯვოს, ჩვენ კი ისევე უნდა ვითამაშთ, როგორც დღეს."

"ლეო მესიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, თუ რატომ არის საუკეთესო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.