პელეგრინის "ბარსელონასთან" კვლავ უჭირს

პელეგრინის "ბარსელონასთან" კვლავ უჭირს

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი "ბარსელონასთან" გამართულ მატჩებში წარმატების მიღწევას ვერაფრით ახერხებს.

ჩილელი სპეციალისტი "ბარსელონას" 23-ედ დაუპირისპირდა და როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, მისმა გუნდმა წააგო. ამ 23 თამაშში პელეგრინის მხოლოდ 4 მოგება აქვს. აღსანიშნავია, რომ პელეგრინის "რეალში" მუშაობის დროს, "ბარსელონამ" ორივე "ელ კლასიკო" მოიგო.

მანუელ პელეგრინის გუნდები განსაკუთრებით სუსტად ბოლო 15 თამაშში გამოიყურებოდა. უკანასკნელი 15 შეხვედრიდან 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 13 კატალონიელებმა მოიგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.