რატომ დაიწყო გუშინდელი შეხვედრა 2 წუთის დაგვიანებით ?

რატომ დაიწყო გუშინდელი შეხვედრა 2 წუთის დაგვიანებით ?

"ბარსელონასა" და "მალაგას" შორის დაპირისპირება ორი წუთის დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მსაჯის სასტვენი პირველად 16:02 წუთზე გაისმა. როგორც მატჩის მთავარმა მსაჯმა განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ანდალუსიელთა კაპიტნის ველიგტონის შეუძლოდ ყოფნა გახდა. 

ხუან მარტინეს მუნიერა: "შეხვედრა თითქმის 2 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რაც "მალაგელთა" მესამე ნომრის ველიგტონის ცუდად ყოფნამ გამოიწვია. ფეხბურთელმა თავი ცუდად ჯერ გასახდელ ოთახში, შემდეგ კი გვირაბში იგრძნო, თუმცა ის მალევე გამოკეთდა, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ თამაში დაგვეწყო."

მატჩის დაგვიანებით დაწყებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია "კამპ ნოუზე" შეკრებილ გულშემატკივრებს შორის. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში გამოხატავდნენ თავიან უარყოფით დამოკიდებულებას მთავარი მსაჯისა და მისი ასისტენტების მიმართ

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.