ჩავი: "თურანი წითელ ბარათს იმსახურებდა"

ჩავი: "თურანი წითელ ბარათს იმსახურებდა"

"ბარსელონას" კაპიტანი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ "ატლეტიკოს" თურქი ნახევარმცველი არდა თურანი, ესპანეთის თასის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, არბიტრისთვის ბუცის სროლის გამო, წითელ ბარათს იმსახურებდა.

"ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმის დასაწყისში, თურანს, ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს, ბუცი გაძვრა. თურქმა ნახევარმცველმა გვერდითი არბიტრისგან ჯარიმის დანიშვნა მოითხოვა და მას ბუცი ესროლა. მთავარმა მსაჯმა თურანს ყვითელი ბარათი აკმარა, ხოლო მატჩის შემდეგ ოქმში არ დააფიქსირა, რომ ფეხბურთელმა ბუცი ლაინსმენს ესროლა. "ატლეტიკოს" ფეხბურთელის საქციელი არც "ბარსელონამ" გაასაჩივრა და აქედან გამომდინარე, თურანი დაუსჯელი დარჩა. თუმცა, ჩავის თქმით, ის სასჯელს იმსახურებდა.

"გაკვირვებულები ვიყავით. ეს აშკარად წითელი ბარათი იყო, მაგრამ ამ საქმით სადისციპლინო კომიტეტი უნდა დაკავდეს. ჩვენ, ფეხბურთელებს, წესებსა და დისკვალიფიკაციებზე ზემოქმედება არ შეგვიძლია. თუმცა, პირადად ჩემის აზრით, ეს საქციელი პირდაპირ წითელ ბარათს იმსახურებდა. გარკვეული ქმედებები არბიტრისგან რეაქციას მოითხოვს და ეს შემთხვევა მათ შორისაა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.