"ბარსელონას", ესპანეთის თასზე, "ვილიარეალი" შეხვდება

"ბარსელონას", ესპანეთის თასზე, "ვილიარეალი" შეხვდება

ესპანეთის თასის 1/4-ფინალის ბოლო მატჩების გამართვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 1/2-ფინალურ ეტაპზე "ბარსელონას" მეტოქე "ვილიარეალი" იქნება.

"ყვითელ წყალქვეშა ნავს", 1/4-ფინალის პირველ მატჩში, "ხეტაფე" საკუთარ მოედანზე 1:0 ჰყავდა დამარცხებული. "ვილიარეალმა" განმეორებით შეხვედრაშიც იმავე ანგარიშით მოიგო და საერთო ჯამში 2:0 გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას "ბარსელონა" ელოდებოდა.

ნახევარფინალის პირველი თამაში 11 თებერვალს (თბილისის დროით 12 თებერვალს, ღამის 01:00 საათზე) გაიმართება. განმეორებითი შეხვედრის თარიღი 4 მარტია. ამ წყვილში გამარჯვებული "ბილბაოსა" და "ესპანიოლს" შორის უკეთესს ფინალში დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.