გაბი: "მშვენივრად ვიცით თუ ვინ მიმართავს განსაკუთრებულ ჟესტებს"

გაბი: "მშვენივრად ვიცით თუ ვინ მიმართავს განსაკუთრებულ ჟესტებს"

მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელმა ნახევარმცველმა, გაბიმ გუშინდელ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის მიზეზზე ისაუბრა. 

"მე არბიტრს ვუთხარი: "იქ პენალტი და გაძევება აუცილებელი იყო, იხილე განმეორება და ნახავ, რომ შეცდომა დაუშვი." ამის შემდეგ მსაჯმა მითხრა, რომ გაძევებული ვარ. ჩვენი მოედანზე 10 ფეხბურთელით განვაგრძეთ თამაში და დავმარცხდით. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ფეხბურთელებს და მსაჯებს ერთმანეთთან კონტაქტი უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, არავის არ უყვარს დამარცხება, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით თუ ვის უყვარს განსაკუთრებული ჟესტების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმარჯვებს." - განაცხადა, გაბიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 39 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.