რიკელმეს აზრით, მარადონა საუკეთესოა

რიკელმეს აზრით, მარადონა საუკეთესოა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემ გააზიარა თავისი აზრი, თუ ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. რიკელმემ "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა დაასახელა, რომელმაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

"მარადონა მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელია. გამიმართლა, რომ "ბოკა ხუნიორში" მასთან ერთად ვითამაშე. ის ვარჯიშზე საოცრად მუშაობდა. მესი და რონალდუ ერთანეთს გატანილი გოლებით ეჯიბრებიან. მაგრამ ლეო მოედანზე აკეთებს იმას, რასაც შემდგომ თვითონაც ვერ ათვიცნობიერებს."

შეგახსენებთ, რომ რიკელმემ თავისი საფეხბურთო კარიერის დასრულება გამოაცხადა. მან დაიცვა ისეთი კლუბების ფერები, როგორიცაა "ბოკა ხუნიორსი", "არგენტინოს ხუნიორსი", "ბარსელონა" და "ვილიარეალი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.