პედრო მესის, ნეიმარსა და სუარესს აქებს

პედრო მესის, ნეიმარსა და სუარესს აქებს

"ბარსელონას" თავდამსხმელი პედრო როდრიგესი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს "ელჩესთან" მატჩის შემდეგ და მესის, ნეიმარსა და სუარესს აქებს.

"მესისთან, ნეიმართან და სუარესთან ერთად თამაში ერთი სიამოვნებაა. ძალიან კმაყოფილი ვარ "ელჩეს" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩით. ნებისმიერი თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია გატანა - ნეიმარისგან საგოლე პასი საჩუქარი იყო.

რა თქმა უნდა, "ბარსელონა" ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ წინ მივიწევთ. ახლა გუნდმა "ატლეტიკოსთან" მატჩზე უნდა იფიქროს, რომელიც ძალიან რთული და დაძაბული იქნება," - აცხადებს პედრო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.