ლუის ენრიკე: "მონტოიას სიტუაციის შეცვლა შეუძლია"

ლუის ენრიკე: "მონტოიას სიტუაციის შეცვლა შეუძლია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "უესკასთან" 8:1 მოგებული თამაშის შემდეგ, მისი გუნდის მარჯვენა მცველზე, მარტინ მონტოიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა უიმედო არაა.

"მონტოიას მთელი მატჩის განმავლობაში თამაშის შანსი მივეცი, რადგან მის დონესა და შესაძლებლობებს ვარჯიშებზე ვხედავ. ამ ფეხბურთელს ვიცნობ. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია შეცვალოს ის სიტუაცია, რომელშიც იმყოფება. მონტოიას ასეთი შანსი გაუჩდა და ის მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი მქონდეს." - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მონტოია მოედანზე მხოლოდ 2-ჯერ ვიხილეთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.