ჩავი და ინიესტა სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ

ჩავი და ინიესტა სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ

FIFA-მ და პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ (FIFPro) ის 15 ნახევარმცველი დაასახელეს, რომლებიც 2014 წლის სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად იბრძოლებენ. 15 საუკეთესო ნახევარმცველს შორის 2 "ბარსელონელია": ჩავი და ინიესტა.

ჩავისა და ინიესტას გარდა, საუკეთესო ნახევარმცველთა შორის შემდეგ ფეხბურთელები მოხვდნენ: ფაბრეგასი, იაია ტურე, ჩაბი ალონსო, დი მარია, აზარი, კროოსი, მოდრიჩი, იოზილი, პირლო, პოგბა, ხამეს როდრიგესი, შვაინსტაიგერი და ვიდალი.

ამრიგად, ჩავი და ინიესტა შეუერთდნენ ბრავოს, რომელიც საუკეთესო მეკარეობისთვის იბრძოლებს, პიკეს, ალბასა და მასკერანოს, რომლებიც 20 საუკეთესო მცველთა შორის იმყოფებიან.

[media=http://www.youtube.com/watch?v=r2Q26nFUFl0]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.