ბოიანის მამა: "ბარსას" ვარანისა და კურტუას შეძენა შეეძლო"

ბოიანის მამა: "ბარსას" ვარანისა და კურტუას შეძენა შეეძლო"

"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელის ბოიან კრკიჩის მამამ, რომელიც კატალონიურ კლუბში სკაუტად მუშაობდა, ისაუბრა იმ ფეხბურთელებზე, რომლებითაც კატალონიური გრანდი ადრე ინტერესდებოდა.

"კლუბში ჩემი მუშაობის ბოლო წელს კურტუას შეძენა ჯერ კიდევ ბელგიიდან გვინდოდა. მან შესანიშნავად წარმოაჩინა საკუთარი თავი და "გენკში", 19 წლის ასაკში, პირველი მეკარე გახდა. ერთ-ერთი აგენტი, იუგოსლავიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ჩემი მეგობარი იყო. ის დიდად აფასებდა მის შესაძლებლობებს.

ჩვენ ბევრი ვიდეო გვქონდა კურტუაზე. ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა თამაშმა და ამაზე ხელმძღვანელობას ვესაუბრე. თუმცა, არაფერი არ მომხდარა.

კურტუას "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი ნამდვილად ჰქონდა. მას სურდა გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება და თამაში "ბარსელონა ბ"-ში ან არენდით გადასვლა. ჩვენ მას 3 მილიონ ევროდ ვაფასებდით, რადგან ტიბო ცნობილი არ იყო. შესანიშნავი ტრანსფერი გამოვიდოდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ის "ჩელსიში" გადავიდა. ამის შემდეგ ყველაფერი დასრულდა.

მე ასევე გავეცანი ინფორმაციას ვარანზე, რომელიც მაშინ ჩამშლელ ნახევარმცველად თამაშობდა. ვთქვი, რომ საჭიროა მისი შეძენა და სერიოზული დაკვირვება მის განვითარებაზე. ამაზე ვესაუბრე ალბერტ ვალენტინს, "ბარსელონას" სპორტული დირექტორის ანდონის სუბისარეტას დამსხმერეს. მათ გაგზავნეს სპეციალისტი "ლანსსა" და "მონაკოს" შორის მატჩზე. თუმცა, ვარანის თამაში კლუბის წარმომადგენელს არ მოეწონა და ამით ყველაფერი დამთავრდა." - განაცხადა უფროსმა კრკიჩმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.