ლუის ენრიკე: "მესი - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი"

ლუის ენრიკე: "მესი - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩზე, აპოელ-თან შეხვედრაზე და ბევრ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ ჩვენი თამაშით რთულ მეტოქისთან, რომლის წინააღმდეგაც გოლი არ გავუშვით. "პარი სენ ჟერმენთან" მატჩამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ახლა, მხოლოდ "ვალენსიასთან" მატჩზე ვფიქრობთ. ჩვენ ვითამაშეთ ისე, როგორც ყოველთვის ვთამაშობთ. ყველამ შესანიშნავად გაართვა თავი ამოცანას - მცველებმა, ნახევარმცველებმა, თავდამსხმელებმა.

აპოელ-ს ვაჯობეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგი გუნდია. ჩვენ შევინარჩუნეთ ინტენსივობა, რადგან მათ ვერ შეძლეს თავისუფალი სივრცეების გამოყენება. შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და არც ერთი საგოლე მომენტი არ შევაქმნევინეთ აპოელ-ს.

კარგია, რომ სუარესმა გაიტანა. ის კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. მაგრამ ის არა მხოლოდ იტანს, არამედ ეხმარება გუნდს სხვადასხვა ასპექტში.

ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ის გააგრძელებს ჩვენს გაკვირვებას მომდევნო წლებში." - აცხადებს ლუის ენრიკე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.