ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა

ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა

კატალონიის "ბარსელონასა" და "აპოელს" შორის გამართულ შეხვედრაში, ლიონელ მესის მიერ დამხობილი რეკორდის გარდა, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტით გამოირჩა. კლუბის ახალწვეულმა, ლუის სუარესმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით სადებიუტო გოლი აღნიშნა. 

შეხვედრის 27-ე წუთზე სუარესმა ჟორდი ალბას პასის შემდეგ მეტოქე იოლად მოატყუა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა, 27 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა პირველი ოფიციალური გოლის გატანა მეექვსე შეხვედრაში შეძლო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.