რონალდინიომ მესის მიულოცა

რონალდინიომ მესის მიულოცა

"ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ამჯერად მექსიკურ "კერეტაროში" მოთამაშე რონალდინიომ ლიონელ მესის ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოპოვება მიულოცა.

"გილოცავ, ჩემო მეგობარო. შენ ეს დაიმსახურე. გახდე ისტორიის ნაწილი - ეს ისაა, რითიც უნდა ამაყობდე." - დაწერა რონალდინიომ თავის ტვიტერზე და ამ პოსტს მესისთან ერთად გადაღებული სურათიც დაურთო.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გოლი სწორედ რონალდინიოს პასით გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 69 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.