ბარტრა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიაში სუარესის არ ყოფნით გაკვირვებულია

ბარტრა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიაში სუარესის არ ყოფნით გაკვირვებულია

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა მარკ ბარტრამ თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა თანაგუნდელ ურუგვაელ თავდამსხმელზე, ლუის სუარესზე.

"მიკივირს, რომ სუარესი "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიაში ვერ მოხვდა. მართლაც, გასაკვირია. ლუისმა საოცარი სეზონი ჩაატარა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. ვფიქრობ, სუარესი პრეტენდენტთა სიაში ყოფნას იმსახურებდა." - აცხადებს მარკ ბარტრა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა, გასულ სეზონში, 31 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.