მოურინიო: "ბარსელონაში" ფაბრეგასი სათანადოდ ვერ დააფასეს"

მოურინიო: "ბარსელონაში" ფაბრეგასი სათანადოდ ვერ დააფასეს"

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ სესკ ფაბრეგასი ყოველთვის ფენომენალური ფეხბურთელი იყო.

"ფაბრეგასი, როგორც ადამიანი, ბევრად უკეთესია, ვიდრე ვფიქრობდი. სესკი - შესანიშნავი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი.

ვფიქრობ, "ბარსელონაში" ის სათანადოდ ვერ დააფასეს, არ ესმოდათ, რამდენად კარგი ფეხბურთელია იგი. ზოგჯერ ის თამაშობდა ისეთ პოზიციებზე, რომლებიც მისთვის შეუსაბამოა.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ფაბრეგასი მაღალი დონის ფეხბურთელია." - აცხადებს მოურინიო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.