ლუის ენრიკემ მესისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

ლუის ენრიკემ მესისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ეიბართან" მატჩში ლიონელ მესისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მისი მუშაობის სტილია.

"ეიბართან" მატჩის მიწურულს, ლუის ენრიკემ მესის შეცვლა გადაწყვიტა, მაგრამ არგენტინელმა მოედნიდან გასვლაზე უარი განაცხადა.

"სანამ ცვლილებას განვახორციელებ, როგორც წესი, ვინტერესდები, როგორ გრძნობს ფეხბურთელი თავს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ ვიღებ.

მესისთან, ინიესტასთან და ნეიმართან ასეთი ტიპის საუბარი მქონდა. ხალხმა, მომხდარიდან, დასკვნების გამოტანა დაიწყო, მაგრამ ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ასე მუშაობას განვაგრძობ." - აცხადებს ლუის ენრიკე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.