FIFA-ს აგენტი: "ალვესმა "მანჩესტერთან" წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა"

FIFA-ს აგენტი: "ალვესმა "მანჩესტერთან" წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა"

"ბარსელონას" მცველი დანი ალვესი, 2015 წლის ზაფხულში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება. ამაზე განცხადება FIFA-ს აგენტმა, ფრანსუა გალარდომ გააკეთა.

ბრაზილიელს "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" მიმდინარე კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება. ამდენად, ალვესი "მანჩესტერში" თავისუფალი აგენტის წესებით გადავა.

"დანი ალვესი, მომავალ წელს, "ბარსელონას" დატოვებს. მან უკვე გააფორმა წინასწარი კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან." - აცხადებს გალარდო.

31 წლის ფეხბურთელმა, ესპანური პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, 5 მატჩი ჩაატარა, გააკეთა 1 საგოლე გადაცემა და მიიღო 2 ყვითელი ბარათი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.