15.10 - ვიქტორინის კითხვები

15.10 - ვიქტორინის კითხვები

წარმოგიდგენთ ოქტომბრის თვის ვიქტორინის მე-3 ეტაპის კითხვებს და შეგახსენებთ ვიქტორინის წესებს.

თვის 1, 8 და 15 რიცხვში, 20 საათზე, საიტზე გამოქვეყნდება 10-10 კითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. ტურში ყველაზე მეტი ქულის მომგროვებელი მომხმარებელი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ტურში, რომელიც დაიწყება 22 რიცხვში. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც პასუხებს პირველი გამოაგზავნის. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 3 ტურში გამარჯვებული 3 მომხმარებელი შეეჯიბრება. ფინალურ ტურში გამარჯვებული მიიღებს Mantis.ge-ს მიერ დაწესებულ პრიზს, "ბარსელონას" მაისურს.

 

ოქტომბრის თვის მე-3 ტურის კითხვები:

1. ვისი სახელობისაა "ბარსელონას" სავარჯიშო მოედანი?

2. "ბარსელონას" რომელმა ფეხბურთელმა მოიგო პირველად პიჩიჩის ჯილდო?

3. რამდენი თამაში მოიგო "ბარსელონამ" 2013-14 წლების სეზონში?

4. ყველზე მეტი რამდენი ფრე უთმაშია "ბარსელონას" ლა ლიგის ერთ გათამაშებაში?

5. რომელ გუნდს გაუტანა "ბარსელონამ" ლა ლიგაში თავისი მე-5000 გოლი?

6. პირველად რომელ სეზონში მოიგო "ბარსელონამ" ლა ლიგა და ესპანეთის თასი ერთად?

7. ვინ არის "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირი ბაზრობათა თასზე?

8. "ბარსელონას" რომელმა ფეხბურთლმა მოიგო ლა ლიგაში ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი?

9. "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ რამდენ მატჩში შეინახა კარი მშრალად ვიქტორ ვალდესმა?

10. რამდენი თამაშის განმავლობაში წვრთნიდა ლადისლაო კუბალა ბარსელონას 1961-63 წლებში?

 

პასუხები ადმინისტრატორს უნდა მიწეროთ ამ ბმულის გამოყენებით: http://barcamania.ge/index.php?do=pm&doaction=newpm&user=1

გაითვალისწინეთ: ყველა პასუხი უნდა მოაქციოთ ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხები არ მიიღება. შეტყობინებაში უნდა მიუთითოთ მხოლოდ კითხვის ნომერი და მის გასწვრივ პასუხი. ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება.

პასუხების მიღების ბოლო ვადაა 21 ოქტომბერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.