მესი: "განსაკუთრებული ბავშვობა მქონდა"

მესი: "განსაკუთრებული ბავშვობა მქონდა"

"ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი აცხადებს, რომ განსაკუთრებული ბავშვობა ჰქონდა. არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიბადა და გაიზარდა არგენტინის ქალაქ როსარიოში.

"მე ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა და კვლავ ვაგრძელებ კავშირის შენარჩუნებას საკუთარ მეგობრებთან. როსარიო ჯერ კიდევ მაშინ დავტოვე, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ჩემი მეზობლები და საყვარელი ადგილები. ძალიან მიყვარს სახლში, როსარიოში დაბრუნება." - აცხადებს მესი.

შეგახსენებთ, რომ მესის, მიმდინარე სეზონში, ამჟამად, ჩატარებული აქვს ესპანეთის ჩემპიონატის 6 ტური, რომლებშიც 5 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.