ბართომეუ: "ლუის ენრიკე შესანიშნავად მუშაობს"

ბართომეუ: "ლუის ენრიკე შესანიშნავად მუშაობს"

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მუშაობით. ამის შესახებ განცხადება კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ გააკეთა.

"ლუის ენრიკე - ძალიან ძლიერი სპეციალისტი. მანამდე ის მუშაობდა ჩვენი კლუბის კანტერაში. სამუშაოს, რომელიც მან აქამდე გააკეთა, შეიძლება შესანიშნავი ეწოდოს." - აცხადებს ბართომეუ.

პრეზიდენტმა ასევე თავისი მოლოდინი გაგვიზიარა მიმდინარე სეზონში: "ძნელია იმის თქმა, არის თუ არა მიმდინარე ფორმაციის "ბარსელონა" კლუბის ისტორიაში ძლიერი გუნდი. ზაფხულში, ჩვენ შევეცადეთ ძლიერი გუნდი შეგვექმნა. მინდა, რომ ჩვენ, ამ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული ამოცანა იქნება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.