"ბარსელონა" პარიზშია

"ბარსელონა" პარიზშია

"ბარსელონას" თვითმფრინავმა "ელ პრატის" აეროპორტი 13:00 საათზე დატოვა და დაახლოებით 2-საათიანი ფრენის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში დაეშვა.

ფეხბურთელებთან ერთად იმგზავრეს კლუბის სხვადასხვა წარმომადგენლებმა, კერძოდ, პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, ვიცე-პრეზიდენტებმა, ხავიერ ფაუსმა, ხორდი კარდონერმა, კარლეს ვილარუბიმ და მანუელ აროიომ, დირექტორებმა, ხორდი მოიქსმა, რამონ პონტომ, ხავიერ ბორდასმა, სილვიო ელიასმა და ხოსეპ რამონმა.

20-კაციან განაცხადში მარტინ მონტოიამ დუგლას პერეირა ჩაანაცვლა, რომელსაც მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს.

პარიზში გამგზავრებამდე, ანდონი სუბისარეტამ მცირე კომენტარი გააკეთა: "ეს ჩემპიონთა ლიგაა. პსჟ მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგეა. მათ ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები და გუნდი. ის დიდებული ქალაქის მნიშვნელოვანი გუნდია. ეს უმაღლესი დონის შეხვედრა იქნება.

ჯგუფური ეტაპის თამაშები მხოლოდ ახლა დაიწყო. შანსები პირველი 3 თამაშის შემდეგ განისაზღვრება. ამ მომენტში, ადრეა საუბარი გუნდის შანსებზე, აღნიშნულ ტურნირზე. ახლა, ჩვენ ყველა დამოკიდებულნი ვართ საკუთარ შედეგებზე.

მე არ ვაფასებ თავდამსხმელებს მათი გოლებით. მათ აქვთ სამუშაო კურსი, ადაპტაციის უნარი, ისინი მუშაობენ ყოველდღე. ნეიმარი პატივისცემას იმსახურებს. ლეო მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია."

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და "ბარსელონას" შორის შეხვედრა გაიმართება ხვალ, 30 სექტემბერს, 22 საათსა და 45 წუთზე, "პარკ დე პრენსის" სტადიონზე.

სურათები

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.