დუგლასი: „ყოველთვის მინდოდა ალვესივით მეთამაშა“

დუგლასი: „ყოველთვის მინდოდა ალვესივით მეთამაშა“

"ბარსელონასთან" 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებისა და პრეზენტაციის შემდეგ, კატალონიელთა ახალწვეულმა, დუგლას პერეირამ პირველი პრესკონფერენცია გამართა.
"ბარსელონაში" გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ახალ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის დაწყებას მოუთმენლად ველი.
როგორც ყველა ფეხბურთელი, "ბარსელონას" მაისურით თამაშზე მეც ვოცნებობდი. ახლა კი, ყოველდღიურად თავდაუზოგავად უნდა ვიმუშავო.
შემიძლია თუ არა ალვესისთვის კონკურენციის გაწევა? ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. ყოველთვის მინდოდა მასსავით მეთამაშა, მაგრამ შედარება რთულია.
ვარჯიშს ხვალიდან შევუდგები. ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. იმას გავაკეთებ, რასაც ჩემგან მწვრთნელი მოითხოვს.
წარსულში, ევროპული გუნდებიდან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ "სან პაულიში" დარჩენა და თამაშის გაუმჯობესება გადავწყვიტე."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.