ბართომეუს კომენტარი მატჩის შემდეგ

ბართომეუს კომენტარი მატჩის შემდეგ

"ელჩესთან" მატჩის დასრულების შემდეგ ხოსეპ მარია ბართომეუ ჟურნალისტებს ესაუბრა. "ბარსელონას" პრეზიდენტი პოზიტიურად იყო განწყობილი. "ლუის ენრიკე ცდილობს, რომ ყველა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა. მუნირმა გვაჩვენა, თუ რამდენად კარგი მოთამაშეა. ის ძალიან ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს."

"ლუის ენრიკე ამ სეზონის საუკეთესო შენაძენია", განაცხადა ბართომეუმ. "მან მიიღო გამოწვევა, ხოლო სუბისარეტამ შესანიშნავად იმუშავა. გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ, ეს კი მის თავდაჯერებას გააძლიერებს. ის ძალიან კარგად მუშაობს... მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა. მან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ასეთ მესის ყველა ვიცნობთ."

პრეზიდენტმა საკუთარ მოლოდინზეც ისაუბრა. "ლა ლიგაში ბევრი მეტოქე გვყავს, განსაკუთრებით კი უკანასკნელი ჩემპიონი მადრიდის "ატლეტიკო", რომელიც ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება. "ატლეტიკო" დანარჩენი გუნდებივით დიდ პატივისცემას იმსახურებს."

ბართომეუმ კლუბის სატრანსფერო სანქციებზეც გააკეთა კომენტარი. "ვიცოდით, რომ ფიფა სანქციის რატიფიცირებას მოახდენდა. წარსულში რამდენიმე დარღვევა ჩავიდინეთ, მაგრამ კანონებს პატივს ვცემდით. ვაცნობიერებდით, რომ საბოლოოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავდით და ახლა ამის დრო მოვიდა. კლუბი ასე მოქმედებს, რადგან სასჯელი არაპროპორციულია."

ბართომეუს თქმით, კლუბი ამ სეზონის გეგმების შედგენისას აცნობიერებდა, რომ მომდევნო 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონას", შესაძლოა, ფეხბურთელები ვეღარ ეყიდა. "ამავდროულად გუნდის განახლების საჭიროება იყო. ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნდა, რომ სასამართლო უკვე დაკისრებული სანქციების რატიფიცირებას არ მოახდენდა. ეს მხოლოდ მოსალოდნელი იყო. თუმცა სასჯელი ზედმეტად დიდია."

პრეზიდენტი არ გამორიცხავს ამ ზაფხულში კიდევ ერთი მოთამაშის გაფორმებას. "კიდევ რამდენიმე დღე რჩება და ჩვენ დავაკვირდებით სატრანსფერო ფანჯარას. ვნახოთ, რა მოხდება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.