„ბარსელონა“-„ელჩე“. საინტერესო ფაქტები

„ბარსელონა“-„ელჩე“. საინტერესო ფაქტები

ლა ლიგის ეგიდით "ელჩესთან" გამართულ მატჩში, "ბარსელონას" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი მუნირ ელ ჰადადი იყო. პირველ გუნდში, 18 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა, ესპანეთის ჩემპიონატში. კლუბში, აქამდე ასეთი რამ მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა გააკეთა მის ასაკში: ბადენესმა, მილამ, ველამაზანმა და ჟოფრემ.

მხოლოდ 18 წლის და 357 დღის მუნირი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსაში", სეზონის პირველ სათამაშო დღეს გაიტანა გოლი. თავდამსხმელი, ასევე, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ლა ლიგაში გატანილი ბურთით, ბოიანისა და მესის შემდეგ.

სხვა საინტერესო ფაქტები "ბარსელონასა" და "ელჩეს" შორის გამართული მატჩიდან:

  • "ბარსელონა" არის გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი მოგებით დაიწყო ლა ლიგა (53).
  • "ბარსას" ბოლო 10-დან 9 მწვრთნელმა, ლა ლიგის სადებიუტო მატჩში, გამარჯვება მოიპოვა. ეს ვერ შეძლო მხოლოდ პეპ გვარდიოლამ (2008/09).
  • "ბარსელონამ" მხოლოდ მეოთხედ დაიწყო სეზონი იმ შეტევის ხაზით, რომელშიც განწესებული ყველა ფეხურთელი ახალგაზრდული სისტემიდან მოდის. აქამდე ეს მოხდა 1928, 1970 და 2012 წლებში.
  • "ბარსამ" გააკეთა 751 პასი, "ელჩემ" - 280.
  • რაკიტიჩი ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო: 105 ზუსტი პასი 118 მცდელობიდან.
  • ალბამ ყველაზე მეტჯერ დაიბრუნა ბურთი: 10.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.