ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ

ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ

"ელჩეს" ანგარიშით 3-0 დამარცხების შემდეგ ლუის ენრიკე ძალიან კმაყოფილი იყო. "მატჩი ცოტ-ცოტა ყველაფერს მოიცავდა. თავიდან მეტოქე ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდა, მაგრამ თანდათან მომენტების შექმნა დავიწყეთ და ვაჩვენეთ ჩვენი რესურსები".

ლეო მესის გოლის შემდეგ მასკერანომ წითელი ბარათი მიიღო. "გაძევებამ მატჩი გაართულა, თუმცა ვიცოდით, რომ რისკი უნდა შეგვემცირებინა. შემდეგ შეტევაში ინდივიდუალური თამაში დაგვეხმარა." მწვრთნელი მესის კარგი ასპარეზობის გამო ბედნიერი იყო. "ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თან თამაშის თითქმის ყველა ასპექტში. ის საუკეთესო იქნება მანამ, სანამ საუკეთესოობის სურვილი ექნება."

დაპირისპირების შემდეგ გულშემატკივრები საუბრობდნენ ერთ-ერთი გოლის ავტორზე, 18 წლის მუნირზე: "მუნირის სისწრაფე დიდი სირთულეა მეტოქეებისთვის. ის ყველაფერს ბუნებრივად აკეთებს. კარგი ხასიათი აქვს და ძალიან დაგვეხმარება, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელები."

"გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანი იქნება და გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ სეზონში", განაცხადა ენრიკემ, რომელმაც ჩავის მოედანზე არყოფნა ახსნა. "ის არ იყო საუკეთესო ფორმაში და მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება გადავწყვიტე. ჩემთვის ეს არ არის სასტარტო თერთმეტეულისა და შემცვლელების საკითხი."

ლუის ენრიკემ უარი თქვა საკუთარი თავის შექებაზე. "ჩემი ერთადერთი მოვალეობა არის მოთამაშეების საუკეთესო ფორმაში ყოფნის უზრუნველყოფა. ისინი თამაშობენ და ყველანაირ ქებას იმსახურებენ. სასიამოვნო საღამო იყო ყველსათვის, მაგრამ განსაკუთრებით დებიუტანტებისთვის."

"გულშემატკივრები ბედნიერები წავიდნენ სახლში."

პრესკონფერენციის ვიდეო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.