სავარჯიშო სესია 22.08.2014

სავარჯიშო სესია 22.08.2014

პარასკევს ვერმაელენმა მოედანზე თანაგუნდელებისაგან განცალკევებით ივარჯიშა. მოედანს ასევე დაუბრუნდა პედრო, მაგრამ მას ისევ აწუხებს გასტროენტერიტი. ესპანელის თამაში "ელჩეს" წინააღმდეგ საეჭვოა. ტერ შტეგენი თავის აღდგენით პროცესს აგრძელებს.

სიუტატ ესპორტივაზე ლა ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადებოდა პირველი გუნდის 21 და "ბარსა ბ-ს" 4 ფეხბურთელი (მუნირი, სამპერი, სანდრო და ადამა).

ადრიანომ ვარჯიშის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად შეასრულა, ხოლო ნეიმარმა სავარჯიშო სესია კოჭის დაჭიმულობის გამო გამოტოვა.

შაბათს გაიმართება მომდევნო სავარჯიშო სესია, რომლის შემდეგ ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია არის დაგეგმილი.

ვიდეო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.