აროიომ ფიფას გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

აროიომ ფიფას გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

კლუბის სპიკერი მანელ აროიო რადიოსადგურ RAC-1-ს ეწვია და ფიფას მიერ მიღებული გადაწყვეტილება განიხილა. "არ ვეთანხმებით ფიფას გადაწყვეტილებას. გაკვირვებულები ვართ და ახლა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავთ. ჩვენი იურისტები მუშაობენ ამ საკითხზე, რადგან გვჯერა, რომ კლუბი ასეთ სასჯელს არ იმსახურებს. ჩვენ ეს შესაბამის უწყებებს ვუჩვენეთ." თუმცა არაიომ აღიარება გააკეთა: "კლუბი მზად არის გამონახოს სწორი გამოსავალი, რათა აღარ შეიქმნას პრობლემა, როდესაც ახალგაზრდებს გაიფორმებს. კლუბმა უნდა გადახედოს საკუთარ პროცესებს და გააუმჯობესოს ყველაფერი, რაც პროგრესს საჭიროებს." სპიკერმა განაცხადა, რომ "ბარსას"  ახალგაზრდული სისტემის მიზანია ბავშვებისა და ხალხის აღზრდა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ბავშვების ტრეფიკინგს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.