2014/15 წლების პრესეზონის მიმოხილვა

2014/15 წლების პრესეზონის მიმოხილვა

კვირას, 23 აგვისტოს, "ბარსელონას" 2014/15 წლების სეზონი ოფიციალურად აიღებს სტარტს. გუნდი "კამპ ნოუზე", თბილისის დროით, 23:00 საათზე "ელჩეს" უმასპინძლებს. მანამდე კი წარმოგიდგენთ 2014/15 წლების პრესეზონს, რომელიც კატალონიურმა კლუბმა ფანატასტიკურად ჩაატარა. 

  • 19 ივლისს გუნდმა პირველი შეხვედრა "რეკრეატივოს" წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 0–1 დაამარცხა მეტოქე. გოლი ხუან რომანის ანგარიშზეა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ტერ შტეგენმა და მასიპმა, მათ პირველად მოირგეს "ბლაუგრანას" მაისური.
  • ორი კვირის შემდეგ, 2 აგვისტოს, "ბარსელონა" "ალიანც რივიერაზე" "ნიცას" დაუპირისპირდა. ამახანგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. კატალონიელთაგან გოლი (პენალტი) ჩავი ერნანდესმა გაიტანა. 
  • პრესეზონის მომდევნო მატჩი კატალონიელებმა რაფაელ ბენიტესის "ნაპილოს" წინააღმდეგ გამართეს. აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება იტალიელებს ხვდათ წილად, მათ მინიმალიური სხვაობით, ანაგიშით 1–0 დაამარცხეს კატალონიელები. მატჩი 6 აგვისტოს, "სტად ჟენევიზე" გაიმართა.
  •  9 აგვისტოს კატალონიელი ფეხბურთელები "ჰელსინკის" დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა, მატჩი ანაგრიშით 0–6 დასრულდა (მუნირი (2), სერხი რობერტო, პიკე, ბარტრა, სანდრო).
  • და ბოლოს, 19 აგვისტოს, გამპერის თასზე, "კამპ ნოუზე" კატალონიელებმა "ლეონს" უმასპინძლეს. მექსიკელები აღნიშნულ მატჩში ანაგარიშით 6–0 დამარცხდნენ. მატჩი განასკუთრებული გამოდგა "კულეებისთვის", რადგან "კამპ ნოუზე" მათ კიდევ ერთხელ იხილეს რაფა მარკესის თამაში (ამჯერად "ლეონის" მაისურით), ამასთანავე გუნდთან ერთად პირველად ითამაშა ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.