ბუსკეტსი ლეგენდარული 5 ნომრიანი მაისურით ითამაშებს
კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და "ბარსელონას" მე-5 ნომერი სერხიო ბუსკეტსი გახდა.
ბუსკეტსი თავისი ახალი მაისურით პირველად ამხანაგური მატჩის დროს ნიცაში ითამაშებს. 2008/09 წლების სეზონში ნახევარმცველის დებიუტი შედგა. მაშინ ბუსკეტსს 28 ნომრიანი მაისური ეცვა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი გუნდის მე-16 ნომერი იყო.
ლეგენდარული ნომერი
აბელარდო ფერნანდესის წასვლის შემდეგ, პუიოლმა მიიღო 5 ნომრიანი მაისური, რომელიც ბოლო 12 სეზონის განმავლობაში ეცვა. "ბარსელონას" შემადგენლობაში კარლესმა 593 მატჩი ჩაატარა და 481-ჯერ იყო გუნდის მე-5 ნომერი.
სერხიო ბუსკეტსმა ამ სიახლეზე კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის დიდი პატივია 5 ნომრიანი მაისურით თამაში და მეამაყება, რომ ის პუიოლის სურვილით გადმომეცა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 44 ]