„ბარსელონა“ როისის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება

„ბარსელონა“ როისის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება

დორტმუნდის "ბორუსიას" გერმანელი ნახევარმცველი მარკო როისი კვლავ კატალონიური გრანდის ყურადღების ცენტრშია.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ "ბორუსიას" ლიდერმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. დორტმუნდელებმა მარკოს მიმდინარე ხელფასის 5-დან 7 მილიონამდე გაზრდა შესთავაზეს, თუმცა, როისმა ასეთი წინადადება არ მიიღო.

იმის გათვალსწინებით, რომ ამჟამინდელი შეთანხმება გათვალისწინებულია 2017 წლის ზაფხულამდე, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტში დაფიქსირებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც, 2015 წელს, სხვა კლუბს შეუძლია შეიძინოს როისი 35 მილიონ ევროდ.

კატალონიური პრესის ინფორმაციის თანახმად, ეს შესანიშნავად მოეხსენება "ბარსელონას", რომელიც ყურადღებით აკვირდება გერმანელი ნახევარმცველის გარშემო არსებულ სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხით პირადად დაინტერესებულია კატალონიელების სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, რომელზეც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს როისის სათამაშო სტილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 96 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.