ნეიმარი ბარსელონაში ჩავიდა

ნეიმარი ბარსელონაში ჩავიდა

"ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდმასხმელი ნეიმარი დღეს, "ბარახას" აეროპორტში ჩავიდა, იტყობინება Mundo Deportivo.

კატალონიური კლუბის ვარსკვლავი აგრძელებს გამოჯანმრთელებას ტრავმის შემდეგ, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ მატჩში, კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო.

ნეიმარი, რომელიც ახლა ყავარჯნების გარეშე გადაადგილდება, "ბარსაში" დასაბრუნებლად 5 აგვისტომდე მზად არ იქნებოდა.

როგორც ცნობილია, ბრაზილიის "ათიანმა" გადაწყვიტა შვებულების ბოლო დღეები ბარსელონაში გაატაროს, სადაც შესაძლებელია, რომ კლუბის ექიმებმა მის აღდგენას თვალი ადევნონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ მუნდიალზე, ბრაზილიელი ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა გატანილი 4 გოლით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.