სერხი რობერტომ მესიზე ისაუბრა

სერხი რობერტომ მესიზე ისაუბრა

არგენტინელი ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მაგრამ მესი გააკრიტიკეს, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ ლეომ ეს ჯილდო არ დაიმსახურა; სერხი რობერტომ კი განაცხადა, რომ "ბარსას" ათიანმა დაიმსახურა ოქროს ბურთი და პატივისცემა.

"მსოფლიო ჩემპიონატზე მე ვნახე ისეთივე მესი, როგორიც გასულ სეზონებში იყო - მსოფლიოში საუკეთესო."

"ჯილდო დამსახურებულია, ხოლო კრიტიკა - უსამართლო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სურდა და პატივისცემის ღირსია. მან კლუბისა და საკუთარი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა."

სერხი რობერტომ ასევე შეაქო მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელი ტონი კროოსი.

"მსოფლიო ჩემპიონატზე და "ბაიერნში" კროოსმა დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მოთამაშეა. ის ჩვენს კლუბში არ გადმოვიდა, მაგრამ მისი დონის ფეხბურთელს "ბარსელონაში" სიამოვნებით მივიღებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.