"ბარსელონას" განცხადება

"ბარსელონას" განცხადება

"ბარსელონას" გენერალური დირექტორი ანტონი როსიჩი მოქმედებს, როგორც კლუბის კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოში. როსიჩმა ესპანეთის ეროვნულ სასამართლოში შეიტანა განცხადება ნეიმარის ტრანსფერზე.

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა და კლუბის აუდიტორების წარმომადგენელმა ასევე წარადგინეს დეკლარაციები სასამართლოში.

"ბარსელონას" გენერალური დირექტორი თავის ჩვენებაში დაეთანხმა სანდრო როსელის განცხადებას, რომლის მიხედვით, კონტრაქტი სწორად იყო შედგენილი და რომელიც უარყოფს რაიმე ფორმით სახელშეკრულებო მანიპულაციას ან სიმულაციას.

სანდრო როსელმა და ანტონი როსიჩმა დაადასტურეს, რომ არც კლუბის სპორტულმა ვიცე-პრეზიდენტმა და არც ეკონომიკის ვიცე-პრეზიდენტმა არ მიიღეს მონაწილეობა კონტრაქტის დეტალების შედგენასა და ტრანსფერის მოლაპარაკებებში. როსელისა და როსიჩის განცხადებით, ტრანსფერის გარკვეული ვითარებებისა და ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესის გამო, "ბარსელონას" დასჭირდა მაქსიმალური სიფრთხილითა და კონფიდენციალურობით მოქმედება.

"ბარსელონა" თავდაჯერებით მოელის, რომ  ყველა ეს დეკლარაცია დაეხმარება იმ ფაქტის დადგენას, რომ ყველა მომენტში კლუბი სწორად მოქმედებდა მთელი სატრანსფერო პროცესის განმავლობაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.