მატიე: „ბარსა“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია“

მატიე: „ბარსა“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია“

ჟერემი მატიემ, "ბარსელონას" ფეხბურთელის რანგში, თავისი პირველი კომენტარი გააკეთა Barça TV-თან და fcbarcelona.cat-თან, მას შემდეგ რაც "ელ პრატის" აეროპორტში ჩავიდა. ამჟამად, მატიე კატალონიური გრანდის ბოლო შენაძენია, რომელიც კლუბმა "ვალენსიადან" შეიძინა. ფრანგმა განაცხადა, რომ "ძალიან ვამაყობ "ბარსელონაში" მოსვლით."

ფრანგი მცველი, რომელსაც შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში, "ბარსას" ფეხბურთელად ხუთშაბათს წარდგება. "კლუბმა იცის როგორ ვთამაშობ და აქ მოვედი იმისათვის, რომ ვაჩვენო ჩემი საუკეთესო თვისებები. "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩემთვის."

შუადღისას, ჟერემი მატიემ ტრადიციული ფოტო გადაიღო კლუბის ოფისთან. მას ხუთშაბათს ძალიან დატვირთული დღე ექნება: ის გაივლის სამედიცინო შემოწმებას, ხელს მოაწერს კონტრაქტს, "კამპ ნოუზე" გულშემატკივრების წინაშე წარდგება და პრესკონფერენციას გამართავს.

მატიე "ბარსელონას" წინააღმდეგ

მატიე ბარსელონაში

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.