El Mundo Deportivo: ჩავი "ბარსელონას" იანვარში დატოვებს

El Mundo Deportivo: ჩავი "ბარსელონას" იანვარში დატოვებს

კატალონიის "ბარსელონას" 34 წლის ესპანელი ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბიდან წავა. იტყობინება, El Mundo Deportivo.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, 2014/2015 სეზონს ჩავი "ბარსელონას" რიგებში დაიწყებს, ხოლო ზამთარში, როდესაც ამერიკაში სეზონი განახლდება, იგი "ნიუ-იორკ სიტის" შეუერთდება. ჩავი უკვე მოელაპარაკა ამერიკულ კლუბს, იგი ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს "ნიუ-იორკ სიტისთან". ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.