ნედვედი: "მე შემიძლია სუარესს გავუგო, კიელინი კი ბავშვივით მოიქცა"

ნედვედი: "მე შემიძლია სუარესს გავუგო, კიელინი კი ბავშვივით მოიქცა"

ტურინის "იუვენტუსის" დირექტორი, ლეგენდარული პაველ ნედვედი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა, სადაც ლუის სუარესმა იტალიის ნაკრების მცველს, ჯორჯო კიელინის უკბინა. იტყობინება, Goal.

"მე კიელინის საქციელი არ მომეწონა. იმ ეპიზოდში ის პატარა ბავშვივით მოიქცა, როდესაც არბიტრს ნაკბენი აჩვენა. მე ამის შესახებ უკვე ვესაუბრე მაროტას და მომავალში ვგეგმავ ეს საკითხი თავად ჯორჯოსთანაც განვიხილო. ნებისმიერ შემთხვევაში, კიელინი კეთილსინდისიერებას გამოიჩენს, თუ ფიფას დისკვალიფიკაციის შემცირებას სთხოვს. მე შემიძლია სუარესს გავუგო, მეც ვიყავი ფეხბურთელი და იყო ბევრი ისეთი რამ, რაც მოედანზე მიუღებელია. ლუისი - შესანიშნავი ფეხბურთელია. დაუფიქრებლად ავიყვანდი მას "იუვენტუსში". - განაცხადა, ნედვედმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.