სუბისარეტა ლუის ენრიკეს შეხვდა

სუბისარეტა ლუის ენრიკეს შეხვდა

ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა "სელტას" მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შეხვდა.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, სუბისარეტა და ლუის ენრიკე ერთმანეთს "სელტას" დამრიგებლის სახლში შეხვდნენ. საუბარმა ორნახევარ საათს გასტანა და თემა ლუის ენრიკეს "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა იყო.

მოლაპარაკებების შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 78 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.