გვყავს ექვსი "ხელშეუხებელი" და გვჭირდება ხუთი ახალი ფეხბურთელი

გვყავს ექვსი "ხელშეუხებელი" და გვჭირდება ხუთი ახალი ფეხბურთელი

კატალონიელებმა გადაწყვიტეს "სრული ძალებით" გამოიყენონ ვითარება, რომელიც დღეს მათ სასარგებლოდ განვითარდა. სწორედ ამ ზაფხულს შეეცდებიან ისინი განახორციელონ ყველა საჭირო ტრანსფერი, რომელიც მომავალი სეზონისთვის დასჭირდებათ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ფიფამ გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ სანამ "ბარსელონას" აპელაცია არ განიხილება, სანქციები არ შევა ძალაში. აპელაციის განხილვა კი გაგრძელდება დიდ ხანს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს ექნებათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელთა ყიდვის საშუალება. 

ამასთან Sport.es გვატყობინებს, რომ კლუბში უკვე დასახელდა იმ ექვსი ფეხბურთელი ვინაობა, რომლებიც ხელშეუხებელნი იქნებიან ზაფხულში. ესენი არიან: ანდრეს ინიესტა, ხერარდ პიკე, ლიონელ მესი, ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეცი და ნეიმარი.

წყაროს ცნობით გუნდი გააძლიერებს შემდეგ პოზიციებს: მეკარე, მარჯვენა მცველი, ნახევარმცველი და ფორვარდი. დიდია ალბათობა იმისა, რომ "ბარსას" დატოვებენ: ალექსის სანჩესი, დანი ალვეში, ალექს სონგი, იბრაჰიმ აფელაი, ისააკ კუენკა და კრისტიან ტელიო. ამ სიიდან პირველი სამი გაცილებით ძვირადღირებული ფეხბურთელია, ამიტომ მათი გაყიდვით "ბარსელონა" გამოიმუშავებს კარგ ფინანსურ რესურსს ახალი მოთამაშეების საყიდლად.

შეგახსენებთ, რომ უკვე დადასტურებულია ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერი. ასევე კატალონიელები მიუნხენგლადბახის "ბორუსიიდან" ელოდებიან მეკარეს - მარკ ანდრე ტერ-შტეგენს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 85 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.