"ბარსას" დავიდ ლუიზითა და არტურო ვიდალით ინტერესდება

"ბარსას" დავიდ ლუიზითა და არტურო ვიდალით ინტერესდება

გავლენიანი საფეხბურთო საიტის, sport.es-ის ცნობით "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში "ჩელსის" ცენტრალური მცველი-დავიდ ლუიზი და "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი მოექცნენ.

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კატალონიური კლუბი ამ ზაფხულზე გამოცდილი მცველითა და ნახევარმცველით გაძლიერებას აპირებს, რაც sport.es-ის ინფორმაციას კიდევ უფრო რეალურს ხდის.

"ბარსელონა" ლუიზის გადაბირებას წინა ზაფხულსაც ცდილობდა, მაგრამ კატალონიურმა მხარემ უარი განაცხადა "ჩელსისთვის" 40 მილიონი ევროს გადახდაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 39 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.