„ბარსელონა“ ტელიოს 10 მილიონ ევროდ გაუშვებს

„ბარსელონა“ ტელიოს 10 მილიონ ევროდ გაუშვებს

კატალონირი კლუბი ზაფხულში 22 წლის თავდამსხმელს, კრისტიან ტელიოს გაყიდის, იტყობინება TalkSPORT.

"ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი იმედგაცრუებულია სათამაშო დროის ნაკლებობით და ზაფხულში "კამპ ნოუს" დატოვება სურს. ახალგაზრდა ფეხბურთელის მომსახურებით დაინტერესებულნი არიან "მილანი" და "ლივერპული". აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი კლუბი, "ლივერპული", ტელიოსთვის ბრძოლაში ფავორიტია. "ლურჯ-ბროწეულისფერები" კრისტიანის 10 მილიონ ევროდ გასაშვებად მზად არიან.

მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო 27 მატჩში და გაიტანა 5 გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.